ლატარიაში იღბლიანი გაზაფხული გრძელდება, მომენტალურ ლატარია ,,ფარაონში'' 50 000 ლარი - მაქსიმალური მოგება გათამაშდა.
იღბლიანი მოგებული ოზურგეთის რაიონის სოფელ თხინვალში მცხოვრები 44 წლის დავით შერგიაშვილია. მოგებული თანხის გადასაცემად ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის'' წამომადგენლები დავით შერგილაშვილს თხინვალში ეწვივნენ.
,,ლატარიას იშვიათად ვთამაშობდი, ხანდახან ხურდის ნაცვლად თუ შევიძენდი, იმ დღესაც მორიგეობიდან გამოსულმა ჯიხურში სიგარეტი შევიძინე და მორჩენილი ფულით ლატარიის ბილეთები ვიყიდე, თან სიზმარი მქონდა ნანახი, რომ ლატარიაში უნდა მომეგო, რაღაც რიცხვებიც კი დამესიზმრა'' - გვიყვება დავით შერგილაშვილი.
დავითს სიზმარი აუხდა და მორჩენილი ხურდით შეძენილ ლატარია ,,ფარაონში'' 50 000 ლარი მოიგო.
დავითი პროფესიით იურისტია, თუმცა ამჟამად ერთ-ერთი კომპანიის ბენზინგასამართ სადგურში ცვლის უფროსად მუშაობს. ოჯახი ჯერ არ შეუქმნია, თუმცა ლატარიაში მოგებამ ის ოჯახის შექმნაზეც კი დააფიქრა. ,,მოგებული თანხით პირველ რიგში ბანკის კრედიტს გავისტუმრებ, შემდეგ სახლის რემონტს დავასრულებ და ცოლს მოვიყვან, 44 წლის ვარ და უკვე დროა. მოგებული ფულიდან ქორწილისთვის თანხას გადავინახავ და ქორწილში ლატარიის კომპანიის თანამშრომლებსაც აუცილებლად დავპატიჟებ'', - ასეთი სერიოზული გეგმები აქვს ,,ფარაონის'' 50 000 ლარის მოგებულს.
,,საქართველოს ეროვნული ლატარია'' ულოცავს დავით შერგილაშვილს მოგებას და წარმატებას უსურვებს მოგებული თანხით დასახული გეგმების განხორციელებაში.
თქვენ კი შეგახსნებთ, რომ იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!