რა ინფორმაცია უნდა იყოს დატანილი ეტიკეტზე?

ამა თუ იმ პროდუქტის შეძენისას, პირველი, რასაც მყიდველი აკვირდება, პროდუქციის ეტიკეტია. პროდუქციის უსაფრთხოების ხარისხზე - წარმოების მითითებული პირობები, შენახვის ვადა, პროდუქტის შემოდგენლობა, მარეგულირებელ დოკუმენტებთან შესაბამისობა მიუთითებს.

ნებისმიერი პროდუქტის მარკირების ზოგადი მოთხოვნა არის ინფორმაციის სიზუსტე, მარტივად წაკითხვადი შრიფტი და გასაგები ენით ნაწერი ტექსტი. ამასთან, წარწერები, სიმბოლოები და ნიშნები კონტრასტს უნდა ქმნიდეს ფონთან მიმართებაში.

color1-1620714030.jpg

პროდუქციის დანიშნულების მიუხედავად, საქონლის ეტიკეტირებასთან მიმართებაში გარკვეულ მოთხოვნებს - „მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალური კანონი“ (1992 წლის თებერვლიდან დღემდე) ადგენს.

color2-1620714070.jpg

აი, რა უნდა ეწეროს ეტიკეტზე აუცილებლად:

1. სახელი;

2. შემადგენლობა (ინგრედიენტები);

3. რაოდენობა (წონა, ზომა);

4. წარმოების თარიღი;

5. შენახვის/გამოყენების ვადა;

6. შენახვის პირობები;

7. პარტიის ნომერი, სერია (იდენტიფიკაციისთვის);

8. მწარმოებლის/ინდ.მეწარმის დასახელება/ ადგილმდებარეობა;

9. ნებართვები (სტანდარტები, სერტიფიკატი, დეკლარაცია და ა.შ.);

10. ფასი.

ეს არის ძირითადი ჩამონათვალი, მაგრამ გარკვეული პროდუქციის ეტიკეტზე შეიძლება დამატებით სხვა ინფორმაციაც ამოიკითხოთ. მაგალითად, უალკოჰოლო სასმელებს, რომლებიც შეიცავს კოფეინს 150 მგ/ლ-ზე მეტი რაოდენობით, ეტიკეტზე უნდა ეწეროს, რომ „არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ორსულებისა და ლაქტაციის დროს, ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებთ ნერვული გაღიზიანება, უძილობა, არტერიული ჰიპერტენზია.

color3-1620714129.jpg

კვების პროდუქტების ეტიკეტზე, ძირითადი ინფორმაციის გარდა, აღინიშნება მითითებებიც:

· ზოგ შემთხვევაში რეკომენდაციები მომზადების წესზე;

· კვებითი ღირებულების მაჩვენებლები (კალორიულობა, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები);

· გენმოდიფიცირებული კომპონენტები;

· შენახვის პირობები შეფუთვის გახსნის შემდეგ;

თუ პროდუქტი არ შეიცავს გლუტენს, არის ვეგანური ან ორგანული, ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იყოს დატანილი შესაბამისი სიმბოლოები. უგლუტენო პროდუქციაზე უნდა იყოს სიმბოლო გადახაზული ხორბლის თავთავის, ვეგანრუზე - ფოთოლი ღეროთი, ორგანულზე კი უნდა ეწეროს “Bio”.

ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის მეთოდი, უნდა უზრუნველყოფდეს მის გამძლეობას, პროდუქციის მთლიანი ექსპლუატაციის განმავლობაში (მწარმოებლის მიერ დადგენილი შენახვის პირობების გათვალისწინებით). სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშნელოვანია, რომ მწარმოებლის პროდუქციას ხარისხიანი და გამძლე ეტიკეტი ჰქონდეს.

საქართველოში ამ მიმართულებით ძალიან წარმატებულად მუშაობს „კოლორ ჯგუფი“, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს თვითწებადი და არათვითწებადი ეტიკეტების რულონური ბეჭდვის მომსახურებას. ეტიკეტები პრემიუმ კლასის დანადგარების მეშვეობით, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მზადდება. მოწინავე ტექნოლოგიები კოლორ ჯგუფს საშუალებას აძლევს ბაზარზე ჰქონდეს წამყვანი პოზიცია, როგორც ოპერატიულობითა და ხარისხით, ასევე კონკურენტული ფასით.

ციფრული დანადგარები ტირაჟების გაერთიანების საშუალებას იძლევა, რაც თავის მხრივ არ საჭიროებს სხვადასხვა ფირების ან კლიშეების დამზადებას. ეს აჩქარებს და აიაფებს პროცესს. ამასთან, „კოლორ ჯგუფში“ ეტიკეტების წარმოების მინიმალური რაოდენობაა 1, რაც არ ზღუდავს მომხმარებელს. ასევე, შესაძლებელია ეტიკეტების ნებისმიერი რაოდენობის წარმოება იმგვარად, რომ ყოველი ეტიკეტი იყოს განსხვავებული დიზაინის, ან ჰქონდეს ერთი განსხვავებული ელემენტი, მაგალითად ნუმერაცია.

ახლა ძალიან ტრენდულია მოოქროვების, სილქ-ლაქის, 3D სქრინ ლაკის ეფექტი. ასევე მეტალიზირებული და გამჭვირვალე. თუ მეწარმე ხართ, სასურველია თქვენი პროდუქციის ეტიკეტი იყოს წყალგამძლე და საჭიროებისამებრ, თერმული, რომლის დამზადებას, ნებისმიერ ფაქტურაზე - „კოლორ ჯგუფში“ შეძლებთ.