ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად გრძელდება.
„70 ათასს ვუახლოვდებით ვაქცინირებულთა რაოდენობით. კარგია ის, რომ დღეში ჩატარებული აცრების რაოდენობა მიუახლოვდა 5 ათასს, გუშინ იყო 4700. ჩვენი სამიზნე არის 6000 მომდევნო 10 დღის განმავლობაში, რომ დაემატოს კლინიკების რაოდენობა, სადაც ჩატარდება აცრები" , - განაცხადა გაბუნიამ.