ახლა პიკში ვართ და არც ეპიდემიოლოგიურად არ არის გამართლებული, რომ რომელიმე შეზღუდვის შემსუბუქებაზე, მათ შორის ე.წ. კომენდანტის საათის გადავადებაზე ვისაუბროთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მაისის მეორე ნახევარში კორონავირუსის გავრცელების პიკი, როდესაც ქვეყანაში შემსუბუქდება, შეზღუდვები გადაიხედება.
„ახლა პიკში ვართ და არც ეპიდემიოლოგიურად არ არის გამართლებული, რომ რომელიმე შეზღუდვის შემსუბუქებაზე, მათ შორის ე.წ. კომენდანტის საათის გადავადებაზე ვისაუბროთ. გვესმის ეს სირთულეები, არის მსჯელობა. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, როგორც კი ამის საშუალებას მოგვცემს, ვფიქრობ, მაისის ბოლოსკენ, როცა პროგნოზულად პიკი უკვე უნდა შემსუბუქდეს, ამის შემდეგ გადაწყვეტილებას გადავხედავთ“, - განაცხადა გაბუნიამ.