კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 175 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 1.31 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 8.6% -ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 20.7 მილიონ ადამიანს უტარდება.
გამოყენებული ვაქცინების რაოდენობით მსოფლიოში ჩინეთი ლიდერობს, სადაც ვაქცინების 324 მილიონზე მეტი დოზაა გახარჯული. 261.5 მილიონი დოზაა გამოყენებული აშშ-ში, 175.6 მილიონი - ევროკავშირში, 172.6 მილიონი - ინდოეთში. ყველაზე მეტი მოქალაქე, პროცენტულად, ისრაელშია აცრილი, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 56.1 %-ს აქვს გაკეთებული.