რას ვყიდით და ვყიდულობს ისრაელში

მინერალური წყლები, სპირტიანი სასმელები, სარეცხი და საწმენდი საშუალებები, მოწყობილობა სოფლის მეურნეობისა და მებაღეობისთვის - ეს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რასაც საქართველო ისრაელში ყიდის და ყიდულობს.

საერთო ჯამში, 2021 წლის 3 თვეში საქართველო-ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვამ 7,284 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი 4,647 მლნ დოლარი იყო, იმპორტი კი 2,637 მლნ დოლარი.

„ბიზნესპრესნიუსი გთავაზობთ Top-5 პროდუტს, რასაც საქართველო ისრაელში ყიდის და ყიდულობს. (2021 წლის პირველი კვარტალი)

ექსპორტი:

  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 1,199 მლნ დოლარი
  • სპირტიანი სასმელები - 675,3 ათასი დოლარი
  • აპარატურა გადამცემი რადიოსატელეფონო, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისათვის - 410,1 ათასი დოლარი
  • ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - 272,2 ათასი დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 249,6 ათასი დოლარი

იმპორტი:

  • სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციები - 311,5 ათასი დოლარი
  • მოწყობილობა სოფლის მეურნეობის: მებაღეობის, მეფრინველეობის ან მეფუტკრეობისათვის - 280,6 ათასი დოლარი
  • ფილები, ფურცლები, ფირები, კილიტა და ზოლი პოლიმერული მასალებისაგან - 226,3 ათასი დოლარი
  • ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 222,4 ათასი დოლარი
  • ვაქსები და საცხები ფეხსაცმელებისათვის - 101,3 ათასი დოლარი

შეგახსენებთ, რომ 11 მაისის საღამოს, ისრაელზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანეს. საერთო ჯამში ქვეყნის ტერიტორიას 600-ზე მეტი რაკეტა ესროლეს. მათი დიდი ნაწილი დაიჭირა საჰაერო თავდაცვის სისტემა "რკინის გუმბათმა“, მაგრამ რამდენიმე რაკეტამ მიზანს მიაღწია. იერიშებისთვის პასუხისმგებლობა იკისრეს პალესტინის რადიკალურმა დაჯგუფებებმა: "ჰამასმა“ და "ისლამურმა ჯიჰადმა“. თავის მხრივ, ისრაელის არმიამ პალესტინელთა 100-ზე მეტი სამიზნის წინააღმდეგ განახორციელა იერიში. Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ღაზას სექტორში 35 პალესტინელი დაიღუპა. სააგენტოსვე ცნობით, ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა.