ბაზარზე ფინანსურად ძლიერი 5-6 კომპანია დარჩება, დანარჩენებმა დაკეტვა-გახსნის რეჟიმს ვერ გაუძლეს“ - ასე აფასებს ,,ბეკოს“ გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი ,,,ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოში ტექნიკის ბაზრის ამჟამინდელ მდგომარეობას.
მისი თქმით, ბაზარზე მხოლოდ ფინანსურად ძლიერი კომპანიები შეძლებენ დარჩენას, რომლებსაც ექსკლუზიური ბრენდები აქვთ.
,,მოხდა ისე, რომ რამდენიმე ქსელი ბაზრიდან გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ლოქდაუნის შემდეგ, გაყიდვების ტენდენცია არ არის ცუდი, მცირე და საშუალო კომპანიები ბაზრიდან გადიან, საბოლოოდ, კი ბაზარზე ფინანსურად ძლიერი 5-6 კომპანია დარჩება, დანარჩენებმა დაკეტვა-გახსნის რეჟიმს ვერ გაუძლეს. რჩებიან კომპანიები, რომლებსაც ექსკლუზიური ბრენდები აქვთ და ისინი აგრძელებენ საქმიანობას.
ქვეყნაში ეკონომიკა მცირდება და ცხადია, ეს აისახება მსყიდველუნარიანობაზე, მაგრამ ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, ტექნიკაზე მოთხოვნა დიდად არ შემცირებულა. პირველ კვარტალში 2-3%-ზე მეტად არ შეგვმცირებია 2019 წელთან შედარებით, რაც უმნიშვნელოა პანდემიის ფონზე. თუ მეორე და მესამე კვარტალში იგივე იქნა, ჩავთვლით, რომ პანდემიის მიუხედავად 2021 წელი კარგად გავიარეთ. ახლა მთავარია, იქნება თუ არა შემდეგი ლოქდაუნები, ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული“, - განაცხადა მეჯჰმეთ მელექმა „ბინესპრესნიუსთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, 2020 წლის შეჯამებისას ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ბეკოს გენერალური დირექტორი ამბობდა, რომ 2020 წელი კომპანიამ 7%-იანი შემცირებით დაასრულა.