რა საიდუმლო ფაქტები გახდა ცნობილი ჯეფ ბეზოსის ახალი 417-ფუტიანი სუპერიახტის შესახებ

ჯეფ ბეზოსი, რომლის ქონება დაახლოებით 185 მილიარდ დოლარის შეადგენს Amazon– ის აქციების გაყიდვას კვლავ განაგრძობს. მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი Amazon– ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგა, ცხადი გახდა, რომ გამოთავისუფლებული დროის უქმად დახარჯვას არ აპირებს. ბეზოსმა ახალ კოსმოსურ პროგრამაზე დაიწყო მუშაობა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ახალი სუპერ იახტის შეძენას გეგმავს, რომელიც მისთვის სპეც შეკვეთით მზადდება.

“350-მეტრიანი შავი მარგალიტი, რომელიც ფოტოზეა გამოსახული, ჯეფ ბეზოსის ახალი სუპერიახტა არ არის. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ ახალ იახტას იგივე კომპანია აშენებს და “შავი მარგალიტის“ იდენტური იქნება.“ -წერს Forbes-ი Bloomberg-ზე დაყრდნობით.

iaxta-1620892076.jpg

მიუხედავად იმისა, რომ ბეზოსის ახალი 417-ფუტიანი (127.1016 მეტრი) სუპერ იახტის ფოტოები და ესკიზი ჯერ არ გამოქვეყნებულა, ცნობილი გახდა, რომ მას იგივე მახასიათებლები ექნება, რაც “შავ მარგალიტს“ თუმცა, „ამაზონის“ დამფუძნებლის შეკვეთა ბევრად მასშტაბური იქნება.

იახტას გემთმშენებელი კომპანია Oceanco აშენებს. 350-ფუტიანი, უამრავი ჯილდოს მფლობელი “შავი მარგალიტის“ გარდა მანვე შექმნა 357- ფუტიანი Bravo Eugenia.

“სინამდვილეში, შეიძლება ითქვას, რომ ბეზოსი იახტების ფლოტს ყიდულობს.“ - წერს Forbes-ი.

სუპერ იახტას კომპლექტაციაში მოჰყვება პატარა ხომალდი, სადაც დატვირთული იქნება პირადი წყალქვეშა სუბმარინი, თვითმფრინავი, სხვა იახტები, მანქანები და ისეთი ნივთები, რომლებიც გემზე არ ეტევა.

აღსანიშნავია, რომ დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდ 469-ფუტიან სუპერ იახტას რუსი მილიარდერი, ანდრეი მელნიჩენკო ფლობს.

iaxta1-1620892100.jpg

თეონა რამაზაშვილი