ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა British Airway- მა დაVirgin Atlantic-მა, გერმანულმა Lufthansa-მ და ესპანურმა Iberia-მ ისრაელის ქალაქ თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გააუქმეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, Lufthansa-მ განაცხადა, რომ „არსებული ვითარების” გამო ფრენებს 14 მაისამდე აჩერებს.
British Airways-მა კი გადაწყვეტილების მიზეზად კოლეგების და მომხმარებლების უსაფრთხოება დაასახელა.
„ჩვენი კოლეგების და მომხმარებლების უსაფრთხოება ყოველთვის ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით,“- აცხადებენ British Airways-ში.