Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.4180 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.4190 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 13 მაისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.4283 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1366 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.