კომპანიების Tesla-სა და SpaceX-ს ხელმძღვანელის ილონ მასკის ქონება 20 მილიარდი დოლარით შემცირდა, მას შემდეგ, რაც მან რეიტინგულ, საღამოს გასართობ ტელეშოუში - Saturday Night Live – SNL, მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ჟურნალი Forbes-ი წერს.
ტელეგადაცემაში ბიზნესმენმა განაცხადა, რომ იტანჯება ასპერგერის სინდრომით, აუტისტური სპექტრის აშლილობით, რომელიც ხასიათდება სოციალიზაციის სირთულეებით და სტერეოტიპული ქცევებით. მან ასევე ისაუბრა ბიზნეს გეგმებსა და მის დამოკიდებულებაზე კრიპტოვალუტებთან, რომელთაგან ერთ-ერთს „გაბერილი“ უწოდა.
შოუში მონაწილეობამდე მასკის ქონება 166 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ახლა კი მისი კომპანიის Tesla-ს აქციები 15%-ით გაუფასურდა, რამაც პერსონალურად მას 20,5 მილიარდი დოლარის კაპიტალი დააკარგვინა. მიუხედავად ამისა, Forbes-ის მონაცემებით, მასკი ინარჩუნებს მესამე ადგილს მსოფლიო უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში და უსწრებს Microsoft-ის დამფუძნებელს ბილ გეითსს, თუმცა, ჩამორჩება Amazon-ის თავკაცს ჯეფ ბეზოსს და LVMH-ის (Louis Vuitton Moet Hennessy) დამფუძნებელს ბერნარ არნოს.