120 რუსი მილიარდერის (კაპიტალი დოლარებში) ქონებამ ჯამში ქვეყნის მშპ-ს 35%-ს გადააჭარბა და ერთ წელიწადში 10 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ამის შესახებ ბრიტანული გავლენიანი გამოცემა Financial Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, მეორე ადგილზეა შვედეთი, სადაც 41 მსხვილი ბიზნესმენის ქონებამ სამეფოს მშპ-ს 30%-ი შეადგინა.
მესამეზეა ინდოეთი: ადგილობრივი მილიარდერების ქონება ქვეყნის მშპ-ს 20%-ს აღწევს.
მეოთხე და მეხუთე ადგილებს აშშ და საფრანგეთი ინაწილებენ, შესაბამისად 18-17 პროცენტებით.
ათეულში ასევე არიან: ტაივანი (15%), ჩინეთი (15%), გერმანია (14%), ბრაზილია (13%) და კანადა (12%). მასალაში ნათქვამია, რომ ბოლო 1 წელიწადში მილიარდერების ქონება მსოფლიოს მასშტაბით 5 ტრილიონი დოლარიდან 13 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, მათი რაოდენობა კი 700-დან 2,7 ათასამდეა.
როგორც Financial Times-ი წერს, 177 მილიარდიანი ქონებით მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი ჯეფ ბეზოსია. მისი ქონება ამერიკის მშპ-ს 0,8%-ს უდრის. ყველაზე მეტი ქონების მფლობელი ქვეყნის მშპ-სთან შედარებით კი ესპანელი ამანსიო ორტეგაა, 77 მიალირდით მეორეზე კი 63 მილიარდით კარლოს სლიმია.