მარტში ირლანდიის მთავრობამ სოფლის ეკონომიკის აღორძინების გეგმა, სახელწოდებით - “ჩვენი სოფლის მომავალი“ წარმოადგინა. პროექტის მიზანია მოსახლეობის წახალისება, რომ მიტოვებული დასახლებები აითვისონ, ხოლო ვინც სოფლად ცხოვრობს, ადგილზე დარჩენის და განვითარების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს.
ირლანდიას ბოლო რამდენიმე წელია სოფლებიდან დიდი მიგრაციის პრობლემა აწუხებს.
CNBC -ის ცნობით, გეგმა გულისხმობს შექმნას "400-ზე მეტი დისტანციური სამუშაო ადგილი" ქვეყნის მასშტაბით, რაც დედაქალაქში და დიდ ქალაქებში მომუშავე ადამიანებს საშუალებას მისცემს, სოფლებში დაბრუნდნენ.
საცხოვრებელი ფართი ირლანდიის ნებისმიერ რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. საცხოვრებლის დეფიციტი ირლადიაში პანდემიის დაწყებამდეც დიდი ხნის განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. მდგომარეობა პანდემიის დაწყებისთანავე გაუარესდა.
აღსანიშავია, რომ პროგრამა საცხოვრებელი სახლებისა და ბინების იაფად შეძენასაც ითვალისწინებს. მთავრობის განცხადებით, “ადგილობრივ მთავრობებს, მაგალითად, საგრაფო საბჭოებს, მოუწევთ აღიარონ, რომ მოსახლეობა იზრდება და ამის საჭიროება არსებობს".