იტალიის დედაქალაქ რომში პირველი საფირმო მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით Apple-მა საკუთარი ლოგო შეცვალა. ახალი ლოგო შესრულებულია მარმარილოს ტექსტურაში, რაც, თავის მხრივ, ისტორიული რომის არქიტექტურული სტილის ასოციაციაა. როგორც ცნობილია, მრავალი საუკუნის განმავლობაში რომაულ ხელოვნებაში სწორედ მარმარილოს ქვა გამოიყენებოდა. ახალ ლოგოს აქვს Apple-ის თავდაპირველი ლოგოს 6 ფერი, რომელიც დინამიურად ავსებს მარმარილოს „ღარს“ და ახდენს იმის სიმბოლიზებას, თუ როგორ ეგებება Apple რომის სულსა და კულტურას.
ვია დელ კორსოს ქუჩაზე გახსნილი ახალი მაღაზიის სლოგანია „კრეატივი შიგნით.“ ეს იმას ნიშნავს, რომ Apple-ის მაღაზიაში მყიდველებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ ტექნიკა, რომელიც განკუთვნილია კრეატიული პროფესიონალებისთვის და ხელოვანებისთვის. ამასთან, ხელოვნების სფეროს პროფესიონალები თავად დაეხმარებიან მაღაზიის ვიზიტორებს არჩევანის გაკეთებაში. მოსალოდნელია, რომ ბრენდის საფირმო მაღაზია რომში თავშეყრის ახალ ადგილად გადაიქცევა.
ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ Apple საკუთარ გაჯეტებზე ცისარტყელას ლოგოტიპის დაბრუნებას განიხილავდა. ამ ტიპის ლოგოს კომპანია 1977-1988 წლებში იყენებდა.