საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია ქვეყნის მასშტაბით მღვიმებისა და კანიონების გახსნას ითხოვს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული, რამდენიმე ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული ატრაქცია მათთვის გაუგებარი მიზეზებით დაკეტილია.
„ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, დაკეტილია ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი ტურისტული ატრაქციები - მღვიმეები და კანიონები (პრომეთეს მღვიმე, სათაფლიის მღვიმე, ნავენახევის მღვიმე, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, კინჩხის კანიონი).
ისედაც, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი წყალტუბოს, ხონისა და მარტვილის მოსახლეობა, ამ დრომდე ელოდება მათი ძირითადი შემოსავლის წყაროს გახსნას და ტურისტების მასპინძლობას,“-აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.
მათივ ცნობით, ასოციაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ტურიზმის ინდუსტრიის მიერ გაჟღერებულ მთავარ მოთხოვნებს: