შეერთებულმა შტატებმა მოსახლეობის ასაცრელად ვაქცინების 274 411 901 დოზა გამოიყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქვეყანაში ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა 157 827 208 ადამიანმა მიიღო, სრულად ვაქცინირებული კი - 123 828 224 პირია.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებში საუბარია „ფაიზერ/ბიონტექის“, „მოდერნასა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინებზე.
გუშინ Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირაში აშშ-ში კორონავირუსით 4 165 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 14 თვის განმავლობაში. ამასთან, ქვეყანაში დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ზედიზედ მე-5 კვირაა კლებულობს.