საქართველოში კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 499 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 29 685 ტესტი ჩატარდა.