ინტერესი მზარდია ტურიზმის სექტორიდან, უკვე დარეგისტრირებულია 3000-მდე ადამიანი წინასწარ და ჩვენ გავაგრძელებთ მათ ხელშეწყობას, რომ ორგანიზებული სახით მიიღონ მონაწილეობა ვაქცინაციის პროგრამაში,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, ტურისტული სექტორი და ზოგადად ტურიზმისთვის საინტერესო სერვისებში დასაქმებულ პირთა ნაწილი აიცრა ისე, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე, თუმცა ნაწილს ხელისუფლებამ „სინოფარმით“ ორგანიზებული ვაქცინაცია შესთავაზა.
„ტურისტული სექტორი და ზოგადად ტურიზმისთვის საინტერესო სერვისებში დასაქმებულ პირთა ნაწილი აიცრა ისე, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე, ნაწილს ჩვენ შევთავაზეთ „სინოფარმით“ ორგანიზებული ვაქცინაცია, თუმცა „სინოფარმის“ დოზები, რომელიც დარეზერვებული იყო ესენციური ჯგუფებისთვის, მცირე რაოდენობით არის, დაახლოებით, 300-400 დოზაზეა ამ შემთხვევაში საუბარი ტურიზმთან მიმართებით. უფრო მეტი რაოდენობა დოზების, ბუნებრივია, მოხმარდა ისეთ სერვისებს, როგორის არის პოლიცია და თავდაცვა, მაგრამ მთავარია დავიწყოთ.
ინტერესი მზარდია, უკვე დარეგისტრირებულია 3000-მდე ადამიანი წინასწარ და ჩვენ გავაგრძელებთ მათთვის ხელშეწყობას, რომ ორგანიზებული სახით მიიღონ მონაწილეობა ვაქცინაციის პროგრამაში.
რაც შეეხება აჭარაში მდგომარეობას, იქაც გრძელდება ვაქცინაციის პროგრამა და როგორც სხვა ადგილებში მონაწილეობა არის, თუმცა, ვფიქრობთ, რომ „სინოვაკიც“ იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ მათ აქტიურად მიიღონ ვაქცინა და დახვდნენ ტურისტებს,“- განაცხადა გაბუნიამ.