პარლამენტში "მეწარმეთა შესახებ" კანონპროექტის განხილვები დაიწყო. პროექტი პირველი მოსმენით დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტი კომპანიების პარტნიორებს შორის უღთიერთობებს ახლებურად აწესრიგებს. დოკუმენტით რეგულირდება სამეწარმეო საზოგადოებების დაფუძნების, რეორგანიზაციის,
ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის საკითხები, პარტნიორთა კრების კომპეტენცია, სამეთვალყირეო საბჭოს უფლებამოსილებები, კეთილსინდისიერების, კონკურენციის, საჯარო რესსტრის საჯაროობის საკითხები.
ცვლილებები ითვალისწინებს სტანდარტული წესებების დამტკიცებას იმ შემთხვევებისთვის, როცა კომპანიის პარტნიორებს არ აქვთ იგი მიღებული. სტანდარტული წესდების დამტკიცების უფლებამოსილება გადაცემული აქვს საქართველოს იუსტიციის მინისტრს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, "მეწარმეთა შესახებ" კანონის მიღების შედეგად, სამეწარმეო ურთიერთობებში კანონის როლი და დანიშნულება გაძლიერდება. აქვე აღნიშნულია, რომ ცალკეული საკითხის წესდებით მოუწესრიგებლობის შემთხვევებისთვის იარსებებს შესაბამისი ნორმატიული ბაზა, რათა თავიდან იქნეს აცილებული "ის საკანონმდებლო ვაკუუმი, რომელიც დღეისათვის ხელს უშლის, ერთი მხრივ, ამ ურთიერთობის მონაწილეებს და, მეორე მხრივ, სასამართლოს - სადავო საკითხების სათანადოდ განხილვასა და გადაწყვეტაში."
პროექტის თანახმად, სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციისას მარეგისტრირებელ ორგანოს ევალება წარდგენილი დოკუმენტაციის მხოლოდ ფორმალური სისწორის შემოწმება. მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი მონაცემების ნამდვილობაზე პასუხისმგებელია კანონით ანდა სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებით განსაზღვრული, ამ მონაცემების შექმნაზე უფლებამოსილი პირი ანდა ორგანო.
კანონპროექტი აწესრიგებს რეესტრის საჯაროობის და ხელმისაწვდომობის საკითხებს. კანონპროექტს შემოაქვს მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონული პორტალის, როგორც ერთიანი ელექტრონული სივრცის, ცნება, რომლითაც მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი დოკუმენტების გასაჯაროება ხდება. თავის მხრივ სამეწარმეო საზოგადოება კანონით ხდევა ვალდებული ინფორმაცია გამოაქვეყნოს.
კანონპროექტში მოცემულია საფირმო სახელწოდების შერჩევისა და გამოყენების პრინციპი.
მოქმედ კანონში არსებული რეგულაციებისგან განსხვავებით, კანონპროექტი ადგენს, რომ როგორც ინდივიდუალური მეწარმის, ისე ყველა სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდება შესაძლოა
იყოს ფანტაზიის ნაყოფი და სავალდებულოდ არ შეიცავდეს ინდმეწარმის ან პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორის სახელს. ამასთან, პროექტი აწესებს საფირმო სახელწოდების ქართულ ენაზე გამოსახვის ვალდებულებას.
კანონპროექტი აწესებს იმ მინიმალური ინფორმაციის სტანდარტს, რომელიც საქმიან წერილზე და საზოგადოების ვებ-გვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნეს დატანილი. ეს ნორმა ასევე მიუთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე, რომელმაც აღნიშნული მოთხოვნის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა დაადგინოს. პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ამ მოთხოვნის დარღვევისთვის ადეკვატური სანქციის დაწესება ევროკავშირის დირექტივიდან გამომდინარეობს.
ხელმძღვანელი ორგანოს წევრის დანიშვნის ჩვეულებრივ წესთან ერთად კანონპროექტი ითვალისწინებს პარტნიორის განცხადების საფუძველზე ხელმღვანელის დანიშვნას სასამართლოს მიერ, თუკი საზოგადოების პარტნიორებს შორის არსებული გამოუვალი სიტუაციის ან სხვა გარემოების გამო, თავად პარტნიორები ვერ ნიშნავენ ხელმძღვანელი ორგანოს წევრს.
კანონპროექტი აწესრიგებს ხელმძღვანელი ორგანოს წევრთა კორპორატიულ მოვალეობებს, კერძოდ გათვალისწინებულია კეთილსინდისიერების მოვალეობა, კეთილსინდისიერების ვალდებულების დარღვევა წარმოშობს საზოგადოების მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
ამასთან, კანონპროექტი აწესრიგებს კონკურენციის აკრძალვას, რომელიც ხელმძღვანელი ორგანოს წევრს უკრძალავს სამეწარმეო საზოგადოების თანხმობის გარეშე იგივე საქმიანობის განხორციელებას, რომელსაც ეწევა სამეწარმეო საზოგადოება, ასევე უკრძალავს, იყოს მსგავს სფეროში
მოქმედი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი. კონკურენციის აკრძალვის წესის დარღვევა წარმოშობს საზოგადოების მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის, ან დადებული გარიგებიდან მიღებული ან მისაღები სარგებლის დათმობის უფლებას.
კანონპროექტით რეგულირდება ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მოვალეობა,როგორც ხელმძღვანელი ორგანოს წევრის მიერ საზოგადოების შესაბამისი ორგანოსათვის ისეთი გარიგების შესახებ შეტყობინების ვალდებულება, რომელშიც ის დაინტერესებულ პირს წარმოადგენს. ამ წესის დარღვევა წარმოშობს საზოგადოების მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
კანონპროექტი განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭოს უფლევამოსილებებსაც. კერძოდ, დოკუმენტის თანხმად, სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ხელმძღვანელი ორგანოსგან სააქციო საზოგადოების საქმიანობის ანგარიში; გამოითხოვოს, განიხილოს, შეამოწმოს და შეისწავლოს სააქციო საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაცია.