აპარტამენტები ბათუმში შიდა 4-წლიანი განვადებითა და გაქირავების სერვისით

საქართველოში ყველაზე მოთხოვნად ზაფხულის კურორტზე მალე მულტიფუნქციური პრემიუმ კლასის კომპლექსი გაიხსნება, რომელიც ზღვის სანაპიროდან სულ რაღაც 200 მეტრში, ახალი ბულვარის დასაწყისში მდებარეობს.

„ტერასა ბათუმი“ აერთიანებს სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს, აუზს, სპორტდარბაზს, რესტორანს, კონსიერჟის მომსახურებას, კომერციულ ფართებსა და მიწისქვეშა ავტოსადგომს. ამასთან, სამშენებლო კომპანია „ტერასა ჯგუფი“, რომელიც პროექტს ახორციელებს, ბინათმფლობელებს სთავაზობს აპარტამენტების გაქირავების მოქნილ სერვისს, რომელიც ტურისტულ სეზონზე შემოსავლის უწყვეტად მიღების საშუალებას იძლევა.

29-სართულიანი კომპლექსი ჯამში 525 აპარტამენტს მოიცავს, საიდანაც 85% უკვე გაყიდულია. დარჩენილ ბინებზე კი მოქმედებს „ტერასა ჯგუფის“ სპეციალური შეთავაზება: წინასწარი შენატანის სახით ღირებულების 10%-ს დაფარვა და 4-წლიანი შიდა უპროცენტო განვადება.

terasa1-1621430119.png

აპარტამენტები ბარდება დასრულებული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით, რაც ნიშნავს იმას, რომ მესაკუთრეებს მათ მოწყობაზე დამატებითი დროის დახარჯვა აღარ მოუწევთ.

ზღვისპირა ქალაქის ეს ულამაზესი პროექტი ორგანულად ერწყმის ბათუმის ინფრასტრუქტურას და მის კიდევ განვითარებას უწყობს ხელს. „ტერასა ბათუმის“ კეთილმოწყობილი აპარტამენტებიდან იშლება ახალი ბულვარისა და ზღვის ხედები, რაც დასვენებას უფრო სასიამოვნოს ხდის.

terasa2-1621430163.png

ამჟამად მიმდინარეობს ექსტერიერის მოპირკეთების სამუშაოები. პროექტი უმოკლეს ვადებში დასრულდება, მანამდე კი შესაძლებლობა გაქვთ, დარჩენილ ბინებზე გადახდის მოქნილი პირობით ისარგებლოთ.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, „ტერასა ჯგუფს“ საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვონ და კომპანიის წარმომადგენელი დამატებით დეტალებს პირადად გააცნობს:

sheavsee-1621430066.jpg

(R)