ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად არიან ვაქცინირებული, საზღვრები გახსნან, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტოს წყარომ განუცხადა, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე დიპლომატები ასევე შეთანხმდნენ, რომ შემსუბუქდეს წესები, რომლითაც ევროკავშირი „უსაფრთხო“ ქვეყნების სიას ადგენს და ამ სიაში შევიდნენ ისეთი ქვეყნები, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 ადამიანზე 75 შემთხვევა ფიქსირდება, ნაცვლად 25 შემთხვევისა, როგორც ეს ამჟამად განიხილება.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ე.წ. მწვანე ქვეყნების ჩამონათვალში ამჟამად მხოლოდ შვიდი ქვეყანა: ავსტრალია, ისრაელი, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (საპირისპირო მხარის დადასტურების შემთხვევაში) შედის.