ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველომ პანდემიის პერიოდში საერთაშორისო პარტნიორებისგან 1.9 მილიარდი დოლარი მიიღო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თანხის ძირითადი ნაწილი სესხს შეადგენს და გრანტის სახით ქვეყანამ 100 მილიონი ევრო მიიღო.
„ძირითადად ეს იყო სესხი, გრანტი არის მცირე ნაწილი, დაახლოებით 100 მილიონ ევრომდე იყო გრანტი, დანარჩენი არის სასესხო რესურსი, ჯამში პანდემიიდან გამომდინარე არის დაახლოებით1.9 მილიარდი დოლარის ოდენობით, რომლის უდიდესი ნაწილი უკვე ჩამორიცხულია, ნაწილიც წლევანდელ ბიუჯეტშია გათვალისწინებული და ჩამოირიცხება ეს თანხა.
მათ შორის ზოგიერთი პროგრამა, მაგალითად მსოფლიო ბანკის იყო ჯანმრთელობის ხარჯებისთვის, მათ შორის იყო ვაქცინის კომპონენტიც და კიდევ შეიძლება გამოიყოს დამატებითი რესურსი მსოფლიო ბანკიდან,"- განაცხადა კაკაურიძემ.