მიმდინარე სავაჭრო სესიისას ბიტკოინის ფასი მაღალი ტემპით კლებას განაგრძობს. Coindesk-ის მონაცემებით თბილისის დროით 17:17 საათზე მისი ფასი 33,101 დოლარი იყო, რაც 25,46%-იანი გაუფასურებაა.
თუმცა 17:35 საათისთვის ის 35,103 დოლარი გახდა (-20,83%).
ბიტკოინი - ეს არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული სისტემის ციფრული ვალუტა, რომლის „მოპოვება“ შეუძლია სისტემის მონაწილე ნებისმიერ ადამიანს. ამისთვის საჭიროა ახალი ბლოკ-სისტემების შექმნა.
კონცეფცია თავდაპირველად 2008 წელს გამოქვეყნდა და მისი ავტორია სატოში ნაკამოტო. თუმცა ბიტკოინის პოპულარობის პიკი მხოლოდ ბოლო წლებში დაფიქსირდა. ბიტკოინის ემისია ჩვეულებრივი მეთოდით შეზღუდულია და ამ დროისთვის ბიტკოინების დიდი ნაწილი უკვე „მოპოვებულია“.