მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 165 მილიონს გადააჭარბა - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.
ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ - 19-ით 3.4 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 144 მილიონს აჭარბებს.
ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ - 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 17 მილიონია. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - თურქეთია.