2021 წლის 4 თვეში ელექტროენერგიის მოხმარება 5.1%-ით გაიზარდა. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის - ესკოს სტატისტიკით, წელს ქვეყანამ 4.5 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 220 მილიონი კვტ/სთ-ით მეტია. ყველაზე მეტი ელექტროენერგია კი, გარდა სადისტრიბუციო კომპანიების - „თელასის“ და „ენერგოპრო ჯორჯიასი“, წელს 4 თვეში “ჯორჯიან მანგანეზმა“ მოიხმარა - ჯამში 283.6 მლნ კვტ/სთ.
“ჯორჯიან მანგანეზის” მსგავსად უმსხვილესი მომხმარებლების სიაში მოხვდნენ კრიპტოვალუტების გამომუშავებით დაკავებული კომპანიებიც, მათ შორის, წელს 4 თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით დენი "ბი ეფ დი სიმ" (Bitfury Georgia) მოიხმარა - 119,2 მლნ კვტ/სთ. მხოლოდ აპრილში Bitfury Georgia-ს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ 33.517 მლნ კვტ/სთ შეადგინა, ეს კი თითქმის 3-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან აპრილში კრიპტოვალურის მწარმოებელმა კომპანიამ 12.646 მლნ კვტ/სთ დენი მოიხმარა, 2021 წლის მარტში კი 30.672 მლნ კვტ/სთ. მთლიანად კი პირდაპირმა მომხმარებლებმა წელს 4 თვეში 931.2 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გახარჯეს.
ცნობისათვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით საბითუმო ბაზარზე სავალდებულო რეგისტრაცია ევალება იმ კომპანიებს, რომელთა საშუალო თვიური მოხმარება 15 მილიონ კილოვატ/საათს აღემატება. შესაბამისად, ეს კომპანიები ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები არიან და ისინი დენს სადისტრიბუციო კომპანიებისგან არ ყიდულობენ.
ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, პირდაპირ მომხმარებლებს შორის წელს ჯამში 21 კომპანია მოხვდა, მათ შორის არიან - „ჯორჯიან მანგანეზი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, "რუსთავის ფოლადი", კრიპტოვალუტის მწარმოებლები შპს „ბი ეფ დი სი“ და ა.შ.
გთავაზობთ, 10 კომპანიას, რომელთაც წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ელექტროენერგია მოიხმარეს: