ტექნოლოგიების განვითარებაზე ფიქრი და მუშაობა მეგა კომპანიებმა ათწლეულების წინ დაიწყეს.
დღეს ჩვენამდე მოღწეულმა უპილოტო ავტომობილებმა და ჭკვიანმა მოწყობილობებმა არსებულ მდგომარეობამდე ძალიან დიდი გზა გაიარეს. მედიაში წლების წინაც კი იწერებოდა ე.წ. საიდუმლო ტექნოლოგიური ლაბორატორიების შესახებ. საინტერესოა, რა ბედი ეწიათ მათ დღეს?
წარმოგიდგენთ მსოფლიოში ცნობილი კომპანიების 7 ტექნოლოგიურ ლაბორატორიას მათი საინტერესო ქმნილებებით:
1. Google X
2010 წელს, Google- ის მიერ გახსნილი R&D ცენტრი, რომელსაც Google X-ს უწოდებენ, კომპანიის სათაო ოფისის მახლობლად მდებარეობს. ის განკუთვნილია ე.წ. "Moonshot" ტექნოლოგიების (წარმოუდგენელი პროექტები, რომლებიც დიდ ხარჯებს საჭიროებს) განვითარებისათვის. თვითმართვადი მანქანები და Google Glas ლაბორატორიის განვითარების ყველაზე ცნობილი მაგალითია. დღეს Google X ავითარებს 100-მდე ინოვაციურ პროექტს, მაგალითად, დამხმარე რობოტებს სახლში და ოფისში რუტინული დავალებების შესასრულებლად.
2. Apple Lab
Apple- ის ლაბორატორია ბერლინში მდებარეობს. კომპანიამ საკუთარი კომპანიის თვითმართვადი მანქანის ვერსიაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და შედეგიც სახეზეა. ინჟინერიის, პროგრამული უზრუნველყოფის, ტექნიკისა და გაყიდვების წარმოების 20-მდე თანამშრომელს საავტომობილო კომპანია Magna ეხმარება, რომელიც ასევე აწარმოებს ნაწილებს BMW- სა და Mercedes-Benz- სთვის. გუნდს დროდადრო ეხმარებიან საავტომობილო ექსპერტები Tesla, Ford და Mercedes-Benz. დეტალები სხვა პროექტების შესახებ ცნობილი არ არის.
3. Amazon Lab
კემბრიჯში მდებარე Amazon- ის საიდუმლო ლაბორატორია დრონების საშუალებით, 30 წუთში შეკვეთის სახლში მიწოდების ტექნოლოგიას აუმჯობესებს. ლაბორატორიაში მუშაობენ თვითმფრინავების წარმოებაზე, 3D ბეჭდვის ტექნოლოგიაზე, უპილოტო საფრენ აპარატებზეც კი.
4. Samsung Lab
თავისი ინოვაციური პროგრამის წარმოსაჩენად Samsung– მა 2016 წელს სამი გამოგონება გაასაჯაროვა: ჭკვიანი ქამარი, მოძრაობის კონტროლერი და ჭკვიანი საათები. ღვედი, რომელსაც WELT -ს უწოდებენ, მფლობელის წელის ზომას, კვების ჩვევებს აკონტროლებს, ასევე ითვლის ნაბიჯებს და ა.შ. ქამარი ახლა შემუშავების პროცესშია, მას ვირტუალური რეალობა და სხვა ისეთი ფუნქციები დაემატება, რასაც თანამედროვეობა მოითხოვს. TIPtalk საათი საშუალებას აძლევს მომხმარებელს, უკეთ მოისმინოს სატელეფონო ზარები ხმაურიან გარემოში.
5. Telstra Lab
ავსტრალიის სატელეკომუნიკაციო კომპანია Telstra- მ, რომელიც სამხრეთ უელსში მდებარეობს, ლაბორატორიაში შექმნა სრულად დაცული ოთახი, სადაც ყველანაირი ხმა იბლოკება. ცნობილია, რომ ოთახს სხვადასხვა აპარატურის დასატესტად დიდი ხანია იყენებენ. თუმცა გავრცელდა ხმები, რომ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჯერ გასაიდუმლოებულია.
6. eBay Lab
EBay– ის ლაბორატორია სან-ხოსეში მდებარეობს. ლაბორატორია, რომელსაც Bat Cave ეწოდება, მოდის ინდუსტრიის გასაუმჯობესებლად მუშაობს. ჩვენამდე უკვე მოაღწია ჭკვიანმა გასახდელებმა, რომელიც ზუსტად EBay -ის ლაბმა შექმნა. კომპანია გეგმავს მოდის სფეროში უამრავი ინოვაციების დაგეგმვას.
7. IKEA Lab
კოპენჰაგენის რაიონი ლაბორატორიისთვის შეიძლება უცნაური ადგილი იყოს, მაგრამ IKEA- მ კვლევისა და საგამოფენო ცენტრი Space 10, სწორედ აქ ააგო. Space 10 აერთიანებს მხატვრებს, დიზაინერებსა და ტექნიკოსებს სხვადასხვა პროტოტიპის შესაქმნელად, რომლებიც გამოფენებსა და სემინარებზეა ნაჩვენები.