კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ ერთადერთი ფაქტორი, რაც ხელს უშლის ბორჯომის ქარხნების მუშაობის განახლებას, „უპასუხისმგებლო მოქმედებებია“
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, „IDS ბორჯომი საქართველო“ თანამშრომლებთან დიალოგს აგრძელებს.
„შექმნილი ვითარების გამო, გვსურს კიდევ ერთხელ და ცხადად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.
უკვე მესამე დღეა, რაც ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნები გაჩერებულია. წარმოების პროცესის შეჩერება სატრანსპორტო საშუალებების უკანონო ბლოკირებამ გამოიწვია, რომელიც ინიცირებული იყო პროფკავშირების ლიდერის და სხვა აქტივისტების მიერ.
კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ აგრძელებს დიალოგს თანამშრომლებთან. უნდა აღინიშნოს, რომ მათი დიდი ნაწილი გამოთქვამს სურვილს, რომ რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მუშაობა.
ერთადერთი ფაქტორი რაც ხელს უშლის ბორჯომის ქარხნების მუშაობის განახლებას, ეს არის უპასუხისმგებლო მოქმედებები, რომლებიც ქარხნებში სატრანსპორტო შესასვლელებს ბლოკავს“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.