ჩინეთის საბანკო და სადაზღვევო სახელმწიფო სადამკვირვებლო ორგანომ 2020 წელს სხვადასხვა დარღვევებისთვის ქვეყნის 3,2 ათასი ფინანსური ინსტიტუტი დააჯარიმა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ჯარიმების ჯამურმა მოცულობამ 2,28 მილიარდი იუანი (353,8 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა.
მედიის ცნობით, საბანკო სექტორში ყველაზე გავრცელებული დარღვევა იყო - რეგიონალური ხელისუფლებების საგადასახადო ვალდებულებების დამალვის მცდელობა, ასევე უძრავი ქონების სფეროში უკანონო პროექტების დაფინანსება და ა.შ. სადაზღვევო სექტორში კი უწყება ყველაზე ხშირად აწყდებოდა ისეთ დარღვევებს, როგორიცაა: ცრუ ინფორმაციის წარდგენა, თაღლითობა, სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა.
როგორც მარეგულირებლის განცხადებაში ვკითხულობთ, ხელისუფლება აპირებს მკაცრად გააკონტროლოს ფინანური ინსტიტუტების საქმიანობა და ფინანსური ნაკადები რეალური ეკონომიკის სექტორში მიმართოს.