5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ტუჩსაცხები შემოდის

საცალო ვაჭობის კვლევითი კომპანია IRI-ის მონაცემებით, მარტ-აპრილში ტუჩსაცხის გაყიდვებმა 34,2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 80%-ით მეტია.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ საიდან ყიდულობს საქართველო აღნიშნულ პროდუქტს და როგორია იმპორტის მაჩვენებლები. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 4 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ტუჩსაცხების იმპორტი შემცირებულია. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში ტუჩების მაკიაჟისთვის 882,2 ათასი დოლარის კოსმეტიკური საშუალება შემოვიდა, მაშინ როცა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი - 2,417 მლნ დოლარი იყო.

ქვეყნების ხუთეულში კი, საიდანაც ტუჩსაცხების იმპორტი განხორციელდა ლიდერობს გერმანია - 152,1 ათასი დოლარით; მას მოსდევს პოლონეთი, საიდანაც 150,1 ათასი დოლარის პროდუქტი შემოვიდა; მე-3 ადგილზე კი იტალიაა - 116,3 ათასი დოლარის იმპორტით. ჩამონათვალში მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ბელგია და რუსეთი იკავებენ, საიდანაც, შესაბამისად, 111,4 ათასი და 99 ათასი დოლარის ტუჩსაცხი შემოვიდა ქვეყანაში.

თაია არდოტელი