მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოფიციალური სტატისტიკით 167 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.
შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად კორონავირუსისგან 147.9 მილიონი პაციენტი განიკურნა, ხოლო ამჟამად ინფიცირებულია 15.5 მილიონი ადამიანი.
Worldometers-ის თანახმად, ვირუსს ჯამში 3.46 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - თურქეთია.