ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები პანდემიის დროს და როგორ ზოგავს მათზე ხალხი თანხას

ჩემი შემოსავლის რა ნაწილი უნდა დავზოგო? - კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან უნდა დაზოგო იმდენი, რამდენსაც შეძლებ. დაზოგვა რომ ჭკვიანურია, ალბათ ამაში არავინ მოგვედავება, თუმცა რა მექანიზმებით უნდა გავაკეთოთ ეს, ამასთან დაკავშირებით ბევრი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს.

უხეშად რომ დავთვალოთ, ჩვენი შემოსავლის 50% ხმარდება ყოველდღიურ საჭიროებებს: საკვები, ტრანსპორტი, საოჯახო ქიმია და სხვა; 30% აუცილებელ საგნებს, იქნება ეს ტანსაცმელი, ნივთები სახლისთვის და სხვა (ასევე, გაუთვალისწინებელ შემთხვევებს), დანარჩენი 20% კი შეგვიძლია, დავზოგოთ. ამას ეწოდება 50/30/20 დაზოგვის წესი, რომელიც მარტივია და ზედმეტ არითმეტიკას არ მოითხოვს. თუ საბანკო ბარათზე ან ნაღდი ფულით გიჭირთ შემოსავლის 20%-ის შენახვა და მისი დახარჯვის ცდუნება დიდია, შექმენით ანაბარი. მთავარია, იცოდე, რაში და როგორ ხარჯო თანხა ისე, რომ ნებისმიერი შენაძენის გაკეთებისას მაქსიმალური სარგებელი მიიღო.

დაზოგვა შემოსავლის ოდენობაზე პირდაპირ არ არის დამოკიდებული და ერთგვარ ჩვევას წარმოადგენს, რომლის ჩამოყალიბებაც შესაძლებელია. პანდემიის დროს, როცა „ლოქდაუნების“ გამო დროის ძირითად ნაწილს სახლში ვატარებდით, უფრო მეტად მოგვეცა საშუალება, დაზოგვაზე გვეზრუნა. მაგალითად, ნაკლები თანხა დაგვეხარჯა ტანსაცმელში, უკეთ დავკვირვებოდით სად და რა ფასად ვიძენთ საკვებ პროდუქტებს.

პანდემიის პერიოდში რომ ტანსაცმელზე მოთხოვნა შემცირდა, 2020 წლის განმავლობაში არაერთი წყარო იუწყებოდა, მაგრამ რა ხდებოდა საკვები პროდუქტების შემთხვევაში? 2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, აშშ-ში პანდემიის დროს სუპერმარკეტების ყველაზე გაყიდვად პროდუქციას წარმოადგენდა, გაყინული საკვები, ორცხობილები, ჩიფსები, დაკონსერვებული საკვები, რძის პროდუქტები (მათ შორის, ნაყინი), მარცვლეული (უფრო მეტად შვრია), სოუსები, კანფეტები და ხორცი (განსაკუთრებით, ქათმის). საკვებზე მოთხოვნა არ შემცირებულა, მოსახლეობა კი მეტად ორიენტირებული გახდა თანხის დაზოგვაზე.

რაც შეეხება საქართველოს სტატისტიკას, პანდემიის პირობებში ყველაზე გაყიდვადი პროდუქციის ჩამონათვალი ასეთია: გაყინული ქათამი, კარაქი, ტუალეტის ქაღალდი, საპონი; ჭურჭლის სარეცხი ჟელე, ფქვილი, მაკარონი, კონსერვაცია (უმეტესად ხორცის), ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, ლობიო და შვრია.

shvriaa-1621837370.png

ერთი შეხედვით, აღნიშნული პროდუქცია ყველა სუპერმარკეტშია წარმოდგენილი, თუმცა ხალხმა მათი შეძენა დაიწყო იქ, სადაც შედარებით ნაკლების გადახდაა შესაძლებელი. კვლევის თანახმად (Deloitte fresh food consumer survey 2020) მომხმარებლების არჩევანზე ყველაზე დიდ ზეგავლენას პროდუქტის ფასი ახდენს. ერთსა და იმავე ხარისხისა და გემოვნური თვისებების მაკარონში რატომ უნდა გადაიხადო ზედმეტი, როცა იცი, რომ კონკრეტულ სუპერმარკეტში შედარებით იაფია.

vermishelii-1621837443.jpg

პანდემიის პერიოდში დაზოგვის ტრენდის შესაბამისად, „2-მა ნაბიჯმა“ შექმნა ბრენდი „ზოგე“, რომელიც სწორედ ჩვენ მიერ ნახსენებ ხარისხისა და ფასის მოთხოვნებს აკმაყოფილებს - იქნება ეს მაკარონის, წიწიბურას თუ სხვა პროდუქტის შემთხვევაში (ზოგადად, „2 ნაბიჯში“ ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, ასაწონი პროდუქცია აღარ გვხვდება, რაც დროისა და ადამიანური რესურსის დაზოგვის საშუალებასაც იძლევა). ადამიანების ნაწილი ფასთან და ხარისხთან დაკავშირებით არსებულ მოცემულობას პანდემიის პერიოდში უკეთ მიხვდა და ყოველდღიური საჭიროების პროდუქტებზე თანხის დაზოგვა ჭკვიანურად დაიწყო.

საკვების შესაძენად დროისა და თანხის ხარჯის ერთდროულად შესამცირებლად, გირჩევთ, ნუ შეადარებთ სხვადასხვა სუპერმარკეტში არსებულ ფასებს. შეგიძლიათ, სურსათი შეიძინოთ ზუსტად იქ, სადაც უკვე იცით, რომ ყველაზე იაფია (მაგალითად, სუპერმარკეტში, რომელიც სახლთან მუდამ ახლოს, შენთან „2 ნაბიჯშია“).

რაც უფრო მეტად გაამახვილებ დაზოგვაზე ყურადღებას, უფრო მეტად გამოგიმუშავდება ჩვევა, არ გადაიხადო ზედმეტი, დააგროვო თანხა და მისი ინვესტირება სწორად განახორციელო.