29 მაისს Fuckup Nights Tbilisi-ის ოცდამესამე ღონისძიება გაიმართება

Startup Büro-სა და Impact Hub Tbilisi-ს ორგანიზებით, 29 მაისს, 18:00 საათზე, Fuckup Nights Tbilisi-ის რიგით ოცდამესამე ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიების მასპინძელია თეატრი ათონელზე.

ამჯერადაც, პროფესიული წარუმატებლობების ისტორიებს, ოთხი, პროფესიულად წარმატებული სპიკერი გაგვიზიარებს:

ქეთა ბაღაშვილი, Beauty Lab-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

ქეთა საქართველოში ყველაზე დიდი Beauty Community-ს და აპლიკაციის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულეტი, მედია და მასობრივი კომუნიკაციის განხრით. 2018 წელს სწავლობდა ნიუ-იორკის King's College-ში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 2017 წლიდან მართავს ფეისბუკ ჯგუფს Beauty Lab, რომელშიც დღეს 120 000 ქალია გაწევრიანებული და რომელიც მოგვიანებით სილამაზის ინდუსტრიაში ჯერ სარეკლამო სააგენტოდ, 2019 წელს კი მობილურ აპლიკაციად გადაიქცა. 2019 წელს ქეთა გახდა GITA-ს ბენეფიციარი და მისმა პროექტმა მოიპოვა 100 000 ლარი. მობილური აპლიკაცია სილამაზის სალონებში ონლაინ რეზერვაციისთვის 2020 წელს გაეშვა და საქართველოს მასშტაბით არაერთ რეგიონში ოპერირებს. 2021 წელს, 23 წლის ასაკში, ქეთა გახდა Forbes 30 Under 30, ფორბსის რჩეულის კატეგორიაში.

fuckup-2-40960-1621842210.png

კოტე ჯაფარიძე, დიჯეი და დიჯეი კურსის მენტორი 303 Hz მუსიკალურ სკოლაში

კოტე პროფესიით ხარისხის კონტროლის სპეციალისტია საგზაო მშენებლობის განხრით. მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო, იყო Bassiani-ს რეზიდენტი და უკრავს თბილისის წამყვან კლუბებში. 2019 წლიდან, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ასწავლის დიჯეი კურსს 303 Hz მუსიკალურ სკოლაში.

fuckup-4-40991-1621842256.png

ნინა მენთეშაშვილი, AlterSocks-ის და Nina Be Fit-ის თანადამფუძნებელი, ფიტნეს ტრენერი

ნინა არის ფერადი წინდების ქართული ბრენდის AlterSocks-ის თანადამფუძნებელი. ასევე, სერტიფიცირებული ფიტნეს ტრენერი და ფიტნეს გვერდის Nina Be Fit-ის ავტორი, რომლის მეშვებითაც, ადამიანებს უზიარებს რჩევებს ვარჯიშისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ნინას აქვს თავისივე შედგენილი პროგრამა და ბრენდირებული სავარჯიშო ინვენტარი.

fuckup-5-41040-1621842288.png

სალომე ღუდუშაური, Bizon.ge-ს თანადამფუძნებელი

სალომეს აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება სხვადასხვა სფეროში და სხვადასხვა პოზიციაზე, არის Quantitative Financial Analysis-ის მაგისტრი. თიბისი ლიზინგში საოპერაციო დირექტორის პოზიციის დატოვების შემდეგ, პარტნიორებთან ერთად დააფუძნა ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების პირველი პლატფორმა Bizon.ge და საკონსულტაციო კომპანია Wizard. არის ქართულ-ამერიკული უნივერსისტეტის (GAU) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის ფაკულტეტის ვიცე-დეკანი.

fuckup-1-41084-1621842327.png

ღონისძიების მოდერატორია ქეთი ბოჭორიშვილი, Startup Büro-ს და ევროპული სკოლის მრჩეველთა საბჭოს წევრი. სხვა ბევრ საინტერესო პოზიციასთან ერთად, იგი გახლდათ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, იყო არჩეული WEF-ის გლობალურ ლიდერად.

fuckup-3-41128-1621842384.png

ღონისძიების გენერალური პარტნიორია Webiz Georgia.

მხარდამჭერები: Grant Thornton, ლურჯი ოკეანე, თეატრი ათონელზე, 303 Hz.

მედია მხარდამჭერები: Forbes Georgia, Entrepreneur Georgia, imitom.ge, AT.ge, BPN.

რა არის Fuckup Nights?

Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს.

მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი.