კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 176 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 1.65 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 29.1 მილიონ ადამიანს უტარდება. ვაქცინების ყველაზე მეტი - 497 მილიონამდე დოზა ჩინეთში გამოიყენეს. მე-2 ადგილზე აშშ-ია 285 მილიონი დოზით. მას ევროკავშირი მოჰყვება, სადაც ვაქცინების 220 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს. ყველაზე მეტი მოქალაქე, პროცენტულად, სეიშელის კუნძულებზეა აცრილი, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 64.2%-ს აქვს გაკეთებული. ისრაელში ორივე დოზით მოქალაქეთა 56.5% აიცრა. ევროკავშირში ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 15%, აშშ-ში კი - 39.2%.