მეტროსადგურებმა „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ მგზავრთა მომსახურება განაახლეს - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„დღეს დილიდან ტექნიკური ხარვეზის გამო, აღნიშნული სადგურები მგზავრთა მიღებაზე დროებით დაიკეტა. საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ხორციელდებოდა ზონალურად, მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ „დელისამდე“ და პირიქით“- ნათქვამია განცხადებაში.
ამ ეტაპისთვის, თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრთა მომსახურებას შეუფერხებლად განაგრძობს.