Air France, Finnair და „სინგაპურის ავიახაზები“ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს წყვეტენ.
„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, Air France-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გაითვალისწინა.
„Air France– მა გაითვალისწინა ევროპული საბჭოს დასკვნები და გადაწყვიტა, შემდგომ შეტყობინებამდე, ბელარუსის საჰაერო სივრცეში საკუთარი თვითმფრინავების ფრენები შეაჩეროს“, - აცხადებენ Air France-ში.
მედიის ინფორმაციით, ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენება ფინურმა ავიაკომპანია Finnair-მა და „სინგაპურის ავიახაზებმაც“ შეაჩერეს.
გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს ლატვიურმა airBaltic-მა, ნიდერლანდურმა KLM-მა, უნგრულმა Wizz Air-მა, სკანდინავიურმა SAS-მა და გერმანულმა Lufthansa-მ.