ჩვენი დიალოგისგან ის მომენტი მახსენდება, თურნავა რომ გაიპარა. მან თვითონ გვიბიძგა, რომ ქუჩაში გამოვსულიყავით და კიდევ დიალოგზე გვეპატიჟება, - ამის შესახებ "ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაკა სულაძემ განაცხადა, რითაც ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებას გამოეხმაურა, რომ ხელისუფლება დიალოგისთვის მზადაა.
მაკა სულაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ დიალოგის ყველა რესურსი თვითონ ამოწურა.
"ნათია თურნავასგან არასერიოზული ხომ არ არის დიალოგის ასეთ რეჟიმში შემოთავაზება. ჩვენი დიალოგისგან ის მომენტი მახსენდება, რომ გაიპარა. თურნავამ თვითონ გვიბიძგა, რომ ქუჩაში გამოვსულიყავით და კიდე დიალოგზე გვეპატიჟება. თვითონ ხელისუფლებამ ყველა რესურსი ამოწურა, ჩატეხა ყველა ხიდი და გადაკეტა ყველა საზღვარი. მართლა არასერიოზულია მოლაპარაკებზე საუბარი, როდესაც ჩვენ შევთავაზეთ მოლაპარაკებების პირობები. მოლაპარაკება, დიალოგი არის ის შემთხვევა, როდესაც თანაბარ პირობებში ზის ორივე მხარე. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა დაჯდე ხელისუფლებასთან ან ვინმესთან დიალოგზე, როდესაც ჩვენთვის რეპრესიული პირობებია. პირადად მე ჩემს სახლში ვერ ავდივარ თუ არ შევუთახმდი პოლიციას. კონსტიტუცია დაგვახიეს თავზე, თან დიალოგზე გვეპატიჟება, რა უნდა ვილაპარაკო ამის შემდეგ და რა სერიოზული კომენტარი გავაკეთო" , - განაცხადა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაკა სულაძემ.
ამასთან, სულაძემ აღნიშნა, რომ დღეს აქცია-მსვლელობა ექნებათ.