ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა ბელარუსს Ryanair-ის თვითმფრინავის ავარიულად დაჯდომასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა აუნაზღაურონ.
„თუ თქვენ სანქციების კიდევ ერთ პაკეტს ამზადებთ, ნუ დაივიწყებთ ბელარუსული მხარის მიერ ინციდენტის გამოძიების დროს გაწეული ხარჯების კომპენსირებას. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, მესანგრეები, კინოლოგები, ანტიტერორისტული და სხვა სამსახურები. ისინი ჩაერთნენ საერთაშორისო წესებისა და ჩვენი კანონების შესაბამისად. ამისათვის თქვენ უნდა გადაიხადოთ ”, - განაცხადა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის საფრთხის საბაბით მინსკში ავარიულად დასვეს და თვითმფრინავში მჯდომი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი, მეგობარ გოგონასთან ერთად, დააკავეს.