„კომპანიისთვის წინასწარ ტარიფის მიცემა მრავალწლიანი კონტრაქტით, ფაქტობრივად, ნიშნავს სახელმწიფო გარანტიის გაცემას ( მყარ ვალუტაში), რაც ჩვენი კანონმდებლობით აკრძალულია,“-ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ნამახვანჰესთან დაკავშირებით წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„კომპანიისთვის წინასწარ ტარიფის მიცემა მრავალწლიანი კონტრაქტით, ფაქტობრივად ნიშნავს სახელმწიფო გარანტიის გაცემას ( მყარ ვალუტაში), რაც ჩვენი კანონმდებლობით აკრძალულია.
იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ეს ტარიფი იმპორტზე უფრო ძვირია.
P.S. როდესაც ანაკლიის კონსორციუმი ითხოვდა ტვირთბრუნვის ეპიზოდურ დაზღვევას, მას ხელისუფლებამ კატეგორიული უარი უთხრა სწორედ ამ არგუმენტით. მით უმეტეს, რომ მაშინ კომპანია ამას კრედიტად ითხოვდა, რომელსაც შემდგომში თვითონვე გადაფარავდა.
თუმცა, ის უფრო საინტერესოა, საიდან აქვს გოლეთიანს ფული,“-წერს ხუხაშვილი.
მისივე ცნობით, საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი აზერბაიჯანია და არა რუსეთი. მოწოდება დივერსიფიცირებულია. იმპორტის ყველაზე მაღალი ფასი კი 5 ცენტია, მაშინ როცა ნამახვანს წინასწარ მისცეს ტარიფი 6,2 ცენტი.