„საქართველოს რკინიგზამ“ 2021 წლის პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიშები გამოაქვეყნა.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2021 წელს რკინიგზის ზარალმა 54,381 მლნ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში რკინიგზამ სხვადასხვა შემოსავლის სახით სულ 127,866 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, ეს კი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 5,842 მლნ ლარით მეტია.
უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოსთვის რკინიგზის“ ზარალიანობა სიახლეს არ წარმოადგენს გამომდინარე იქიდან, რომ ზარალი წინა წლებშიც სოლიდური იყო. 2020 წელს რკინიგზის ზარალმა 164,6 მლნ ლარი, ხოლო 2019 წელს 5,581 მლნ ლარი შეადგინა. 2018 წელს 716,539 მლნ ლარი, 2017 წელს კი რკინიგზამ ჯამში 154 მლნ ლარი იზარალა.
ცნობისათვის, „საქართველოს რკინიგზა“ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს საპარტნიორო ფონდია. კომპანია შედგება სამი ბიზნესერთეულისგან: ინფრასტრუქტურა, სატვირთო და სამგზავრო.