საქართველოში სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით 2020 წელს ჯინის კოეფიციენტი მთლიანი შემოსავლების მიხედვით 0,02 პუნქტით შემცირდა და 0.37 ნიშნულს მიაღწია.
ჯინის კოეფიციენტის შემცირება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შემოსავლების მიხედვით, სოციალური უთანასწორობა შემცირდა.
ცნობისთვის, ჯინის კოეფიციენტი მათემატიკური კონცეფციაა, რომელიც იტალიელმა მათემატიკოსმა კორადო ჯინიმ 1914 წელს შეიმუშავა. დღეისთვის ეს განაწილების უთანასწორობის გაზომვის ყველაზე ადეკვატური საშუალებაა, სადაც ციფრი 0 აღნიშნავს ყველაზე თანასწორს, 100 კი უთანასწოროს. აღნიშნული ფორმულა, ძირითადად, ქვეყნებში ფულის განაწილების გასაზომად გამოიყენება.