ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, დღეს, 11:30 საათის მდგომარეობით, 106494 მსურველია დარეგისტრირებული.
მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას - 89 985 მოქალაქეს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს.
„მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 37 290 ადამიანმა გამოთქვა. 24 643 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს. 20 587 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 10888 პირმა კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას, მისი გაკეთების სურვილი 7074-მა ადამიანმა გამოთქვა, 3238-მა კი „სინოვაკით“.
როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.
„ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის, მოქალაქეებს რეგისტრაციისას მაქსიმუმ სამი ვაქცინის არჩევის უფლება აქვთ.