1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2779 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2779 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2635 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0144 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9922 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9824 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0098 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.