მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 170 მილიონს გადააჭარბა - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, ვირუსს დღემდე 3.5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა გლობალურად. ვირუსისგან განიკურნა 152 მილიონი ადამიანი. ამჟამად ინფიცირების 14.6 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში აქტიური შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - თურქეთია.