2 ივნისიდან რუსეთიდან ექსპორტირებულ ხორბალსა და ტრიტიკალეზე საბაჟო ტარიფი ტონაზე 28,1 დოლარი იქნება. ამის შესახებ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
ამასთან, ქერის ექსპორტზე ბეგარა ტონაზე 39,6 დოლარი, ხოლო სიმინდზე - 52,2 დოლარი იქნება. ხორბალსა და ტრიტიკალეზე (ხორბლისა და ჭვავის ჰიბრიდი) საბაჟო ტარიფი გათვლილია ტონაზე 240,2 დოლარის ინდიკატური ფასიდან, ტონა ქერზე 241,7 დოლარის ფასის შემთხვევაში და სიმინდზე 259,7 დოლარის შემთხვევაში ერთ ტონაზე.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1-ლი აპრილიდან რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო მცურავი ბეგარის მექანიზმის ტესტირება საექსპორტო მარცვლეულზე, რომელიც ძალაში 2 ივნისიდან შევა.