მსოფლიოს უმსხვილესი ლუქს კლასის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია LVMH (Moet Hennessy Louis Vuitton) აცხადებს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში მისი კუთვნილი აქციების 10%-ს დაიბრუნებს.
2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობიდან, buyback-ის მოცულობამ შესაძლოა, შეადგინოს 49,6 მლნ ცალი აქცია. ამოყიდვის მაქსიმალური ფასი 950 ევროა, პროგრამის მოქმედების ვადა კი 18 თვე.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების ფონზე, კომპანიის აქციების კოტირებები პარასკევს 1,1%-ით 655,8 ევრომდე გაიზარდა. კომპანიის კაპიტალიზაცია კი მიმდინარე წელს 28%-ით არის გაზრდილი და 326,7 მილიარდ ევროს შეადგენს.
LVMH Moet Hennessy Louis Vuitton - არის ბერნარ არნოს კომპანია, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ლუქს კლასის პროდუქციის მწარმოებელი კომპანიაა, მის დაქვემდებარებაშია 75 ცნობილი ბრენდი, ისეთები როგორიცაა: Louis Vuitton, Fendi, Moet & Chandon, Dom Perignon, Veuve Cliquot, Krug, TAG Heuer, Hublot, Zenith, Tiffany, Bulgari, Chaumet, Fred, De Beers, Givenchy, Loewe, Marc Jacobs, Christian Dior, Guerlain, Givenchy, Kenzo, მაღაზიათა ქსელი Sephora და სხვა.
კომპანიას მსოფლიოს 90 ქვეყანაში 50 000-ზე მეტი მაღაზია აქვს და მასში 150 000 ადამიანია დასაქმებული.