ერდოღანმა სტამბოლის ახალი არხის მშენებლობის დაწყების თარიღი დაასახელა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ „სტამბულის“ არხის მშენებლობა ივნისის ბოლოს დაიწყება.

საააგენტო Anadolu-ს ცნობით, პრეზიდენტმა აქვე დასძინა, რომ ამ არხის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე 2 ქალაქი აშენდება.

არხის „სტამბული“ შესახებ ერდოღანმა პირველად 2011 წელს ისაუბრა. ეს არხი მოწადინებულია გახდეს ახალი საზღვაო არტერია ქალაქ სტამბოლის დასავლეთ ნაწილში, რომელიც დააკავშირებს შავ და მარმარილოს ზღვებს. 2019 წლის დეკემბერში ერდოღანმა განაცხადა, რომ ეს არხი არ მოექცევა მონტრეს კონვენციის ქვეშ.

როგორც ცნობილია, 1936 წელს მიღებული კონვენცია, რომელიც შვეიცარიის ქალაქ მონტრეში მიიღეს, უზრუნველყოფს სავაჭრო ხომალდების თავისუფალ გადაადგილებას ბოსფორის სრუტეში. სამხედრო და არსამსახედრო ხომალდების გატარების რეჟიმი კი ერთმანეთისგან განსხვავდება. ბოსფორის სრუტეში სამხედრო ხომალდების გადაადგილების წესი იცვლება რეგიონში საომარი თუ არა საომარი მდგომარეობის მიხედვითაც, ასევე მათი კლასისა და ტონაჟის მიხედვით.

კოკა კვირკველია