აშშ-ს არ განუხორციელებია ირანული ნავთობის იმპროტი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის პრეზიდენტობის შემდეგ. ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა საიდ ჰატიბზადემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე ირანული ნავთობის შტატებში ექსპორტთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება ამ საკითხს, მე არ მაქვს ამ ტიპის ინფორმაცია. ბილ კლინტონის პრეზიდენტობის შემდეგ აშშ-ს ირანული ნავთობი არ უყიდია, მათ მიერ მიღებული კანონის შესაბამისად. სავარაუდოდ, საუბარია სხვა რამეზე, თუმცა მე ამაზე დეტალებს არ ვფლობ“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, 28 მაისს ამერიკის ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველომ გაავრცელა მასალები, საიდანაც ჩანს, რომ მიმდინარე წლის მარტში ირანმა 1991 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად მოახდინა ნავთობის ექსპორტი შტატებში 33 მილიონი ბარელის ოდენობით. როგორც ცნობილია, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში თეირანთან ურთიერთობის დაძაბვის გამო ვაშინგტონმა სრულად აკრძალა ირანული ნავთობის შესყიდვა ამერიკის მხრიდან.