სხვადასხვა სახის დისტანციურ მომსახურებაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.
აღნიშნულ ტენდენციას, პირველ ყოვლისა, განაპირობებს პანდემიით გამოწვეული არასტაბილური გარემო, რეგულაციების პერიოდული გამკაცრება და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდების შესახებ.
წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ბევრ კომპანიას მოუხდა ახალ გარემოპირობებთან ადაპტირება, სრულად თუ ნაწილობრივ დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა. online.translate.ge არის პლატფორმა, რომელმაც ჯერ კიდევ პანდემიამდე შესთავაზა მომხმარებელს დისტანციური, სწრაფი, სანდო და ხარისხიანი მომსახურება - კერძოდ, ნებისმიერი სირთულის ტექსტის (სტანდარტული, იურიდიული, სამედიცინო თუ სხვ.) თარგმნისა და მისი ნოტარიულად დამოწმების შესაძლებლობა.
რა უპირატესობა აქვს ონლაინსერვისებს ადგილზე მომსახურებასთან შედარებით?
დისტანციური მომსახურების ყველაზე დიდი უპირატესობა დროის დაზოგვაა. მომხმარებელს საშუალება აქვს სახლიდან თუ სამსახურიდან გაუსვლელად შეუკვეთოს ნებისმიერი სირთულის ტექსტის თარგმნა და სასურველი მომსახურება უმოკლეს დროში მიიღოს. ამით შესაძლებელია ხალხმრავალი ადგილებისა და დიდ რიგში დგომისგან თავის არიდება.
სასურველი მომსახურების მისაღებად მომხმარებელი შედის საიტზე online.translate.ge და ირჩევს სასურველ ენებს (ორიგინალი დოკუმენტისა და იმ ტექსტის, რომელზეც თარგმანი უნდა შესრულდეს). ამჟამად საიტზე ხელმისაწვდომია ცხრა ენა: ქართული, ინგლისური, რუსული, თურქული, ესპანური, ფრანგული, უკრაინული, გერმანული და ჩინური.
თარგმანის დისტანციური სერვისის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ საიტი სრულად არის მორგებული მომხმარებლის ინტერესებს. იგი თავად ირჩევს დოკუმენტის ფორმატს. კერძოდ, online.translate.ge-ზე 3 არჩევანია: ფაილის ან დასკანერებული დოკუმენტის ატვირთვა და ტექსტის ხელით შეყვანა.
მომხმარებელს ასევე შეუძლია მონიშნოს სპეციალური ველი და მიუთითოს, რომ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებაც სჭირდება. ამდენად, ორი მომსახურების შესაკვეთად მხოლოდ რამდენიმე წუთია საჭირო.
როგორ იღებს მომხმარებელი სასურველ დოკუმენტს?
მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ატვირთავს მისთვის სასურველ დოკუმენტს, ტექსტი ეგზავნება დიპლომირებულ თარჯიმანს, რომელიც მას უმოკლეს დროში მაღალ დონეზე თარგმნის და საჭიროების შემთხვევაში ნოტარიულადაც დაამოწმებს.
ბოლოს, მომხმარებელი კურიერის მეშვეობით მიიღებს დოკუმენტს სასურველ მისამართზე. აღსანიშნავია, რომ ანგარიშსწორებაც დისტანციურად, ვებგვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი.
ამგვარად, online.translate.ge-ის საშუალებით მომხმარებელი სახლიდან თუ სამსახურიდან გაუსვლელად სწრაფად და კომფორტულად იღებს მისთვის სასურველ მომსახურებას.