საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 804 პირი ემსხვერპლა, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 32 930 ტესტი ჩატარდა.