მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი იზრდება, შესაბამისად, ძვირდება საწვავიც. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს საწვავი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში და როგორც მოსალოდნელი იყო, ის ყველაზე იაფი 2 ნავთობმომპოებელ ქვეყანაში - რუსეთსა და აზერბაიჯანშია.
რაც შეეხება კონკრეტულ სტატისტიკას: მიმდინარე წლის მაისში საქართველოში A-92 მარკის ბენზინი - 0,71 ევროს, ანუ 2,89 თეთრს შეადგენს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,74 ევრო ანუ 2,98 ლარია, A-98 მარკის ბენზინი - 0,76 ევროს ანუ 3,05 ლარს უტოლდება, ხოლო დიზელის საწვავი - 0,71 ევრო ანუ 2,88 ლარი ღირს.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს: სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს - 0,62 ევროს, A-95 მარკის ბენზინი 0,68 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,71 ევროს, დიზელის საწვავი - 0,64 ევროს;
აზერბაიჯანში A-92 მარკის ბენზინის ფასი 0,482 ევროა A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,60 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 0,68 ევრო; ხოლო დიზელის საწვავი ღირებულება 0,39 ევროს შეადგენს.
რაც შეეხება თურქეთს: თურქეთში A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,76 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,82 ევროს, დიზელის საწვავი - 0,71 ევროს შეადგენს.
რუსეთში კი A-92 მარკის ბენზინის ფასი 0,505 ევროა, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,55 ევრო, A-0.62 მარკის ბენზინი - 0,68 ევრო; დიზელის საწვავი კი 0,55 ევროს უტოლდება.